ჩვენს შესახებ E-mail

სუპერმარკეტის კომპლექსური გაწყობა იტალიური მაცივარ-დანადგარებით

   

კომპანია Ro.m.a-Georgia დაარსდა 2003 წელს. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა მაღაზიების მომარაგება სავაჭრო აღჭურვილობით. Ro.m.a-Georgia-ს მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდებოდა თბილისის სავაჭრო საწარმოებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. შემდეგ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბაზართან, ამჟამად ვმუშაობთ მთელი საქართველოს დამკვეთებთან.

Ro.m.a-Georgia ვითარდება სავაჭრო აღჭურვილობის ბაზრის განვითარებასთან ერთად. თავდაპირველად იმ დროს არსებული მაღაზიები იძენდნენ ადგილობრივი წარმოების, აგრეგატებით აღჭურვილ იაფ ფასიან ახალ მაცივრებს. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო მაღაზიების ხელახალი აღჭურვა. ზოგიერთ წარმატებულ საწარმოს გაუჩნდა თანამედროვე და ძვირადღირებული დანადგარების მოთხოვნილება. რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ შევძელით. ეს პროცესი აქტიურად ვითარდება ამჟამადაც.

ჩვენ აგრეთვე ვახორციელებთ სამაცივრო კამერების რეკონსტრუქციას, ტერმინალებისა და საწყობების (დაბალი და საშუალო ტემპერატურის) აგებასა და მონტაჟს. დაყენებულ აღჭურვილობას ემსახურება საკუთარი სერვის - ცენტრი.

ხშირად გვისვამენ კითხვას: „შეიძლება თუ არა Ro.m.a-Georgia-ს, იტალიური სავაჭრო აღჭურვილობის ფასების შედარება სხვა დილერებისგან ნაყიდ, მაგალითად, თურქული ანალოგიური აღჭურვილობის ფასებთან,“ რაზეც ვპასუხობთ, რომ ჩვენი ფასები თურქულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, აღჭურვილობის ხარისხი კი გაცილებით უკეთესი. ჩვენს კომპანიას აქვს ლოგისტიკის კარგად განვითარებული ცენტრი და ახორციელებს აღჭურვილობის იტალიიდან პირდაპირ მიწოდებას. ჩვენ შეგვიძლია, კონკურენცია გავუწიოთ არა მხოლოდ ქართულ, არამედ თურქულ კომპანიებსაც. თუ ადრე საყოველთაოდ მიღებული იყო თურქეთიდან შესყიდვა, ამჟამად ეკონომიკის განვითარების გამო ამის აუცილებლობა აღარ არის.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობა შეაფასეს ისეთმა მსხვილმა საწარმო ქსელებმა, როგორებიცაა: „იოლი“, „ულევი“, „ახალი პროდუქტი“, „მითანა“, და მრავალი სხვა. Ro.m.a-Georgia ძირითად აქცენტს აკეთებს მუშაობის ხარისხზე, დაწყებული კლიენტთან ურთიერთობით, დამთავრებული მონტაჟითა და სერვის-მომსახურებით. დიდი ყურადღება ეთმობა კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე მაღაზიათმშენებლობის თეორიის საკითხებს. დატვირთვის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დროის გამონახვას არსებული პრობლემების მოგვარებისთვის და ამისთვის ვიკრიბებით წელიწადში ორჯერ მაინც.

მაღაზიის შექმნისას ჩვენ ვთავაზობთ კლიენტს სავაჭრო დარბაზისა და დამხმარე სათავსოების ტექნოლოგიურ დაგეგმვას.

სავაჭრო დარბაზისა და დამხმარე სათავსოს ტექნოლოგიური დაგეგმვა მოიცავს:

1. სავაჭრო აღჭურვილობის შერჩევასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს სავაჭრო დარბაზისა და დამხმარე სათავსოებისთვის;

2. აღჭურვილობასთან დაკავშირებულ სპეციფიკას, მისი მახასიათებლებისა და ფასის გათვალისწინებით (კომერციული შემოთავაზება);

3. დიზაინ-პროექტს, სავაჭრო დარბაზის მოწყობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს;

4. სავაჭრო აღჭურვილობის განლაგებას სავაჭრო დარბაზსა და დამხმარე სათავსოებში.

 

Ro.m.a-Georgia  გთავაზობთ ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, საუკეთესო ფასებსა და ხარისხს, ითანამშრომლეთ ჩვენთან.